|
2022-04-20 21:32:26, 3307 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი მარიუპოლიდან მოსახლეობის უსაფრთხო გასვლის სანაცვლოდ მოსკოვს სამხედრო ტყვეებს სთავაზობს
კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზადყოფნას რუსი სამხედრო ტყვეების მოსკოვში გადაყვანის სანაცვლოდ უსაფრთხოების დერეფნის შექმნას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად. - ამის შესახებ ინფორმაციის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცლებს მისივე თქმით, სიტუაცია ალყაში მოქცეულ ქალაქში, სადაც ასობით დაჭრილი რჩება, მუდმივად უარესდება და დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იმალება აზოვსტალის ქარხნის მიდამოში, სადაც ახლა ძირითადი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ცნობისთვის, მანამდე ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ უსაფრთხო დერეფანი მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან გაიხსნება. შეგახსნეებთ, რომ ავტობუსებში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა უკვე შეძლო ქალაქის დატოვება, მაგრამ როგორც მარიუპოლის მერის მოადგილემ სერგეი ორლოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, ჯერ ნაადრევია საუბარი ჰუმანიტარული დერეფნის წარმატებაზე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)