|
2022-04-20 12:17:33, 2412 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „უკრაინულმა საცხობმა“ დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით „უკრაინულმა საცხობმა“ წარმოება 2,5 ჯერ გაზარდა. კომპანია ბაზარზე 5 წელია ოპერირებს და მომხმარებელს უკრაინული ტექნოლოგიით დამზადებულ რამდენიმე სახეობის ტრადიციულ პურს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია არის დიაბეტური და არ შეიცავს დამატებით საღებავებსა და მინარევებს. „უკრაინული საცხობი“ მომხმარებელს წონის, ფერის და გემოვნური თვისებების მიხედვით, რამდენიმე სახის ტრადიციულ უკრაინულ პურს სთავაზობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ბიზნესის გასავითარებლად დამატებით 250 000 ლარის ინვესტიცია მოვიზიდეთ, რაც საწარმოო გადაიარაღებისა და სატრანსპორტო/ძირითადი საშუალებების შესაძენად მივმართეთ. შედეგად, 2,5 ჯერ გაიზარდა საწარმოს რეალიზაცია და შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები. გვეამაყება, რომ ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ორგანული ნივთიერებების გამოყენებითაა დამზადებული და მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერით შესაძლებლობა გვეძლევა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისთვის აღნიშნული პროდუქცია“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ავთანდილ ხურცილავა ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია. ვრცლად, ბანკის ბიზნესპროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)