01:35 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 16:04:16, 2373 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის განცხადებით, როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ლანდშაფტი, რუსეთთან „სტრატეგიულ თანამშრომლობას“ გააძლირებენ

ჩინეთი „განაგრძობს სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებას“ რუსეთთან, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს „საერთაშორისო ლანდშაფტი“. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიცე-მინისტრმა, ლე იუჩენგმა ეს მოსაზრება ჩინეთში რუსეთის ელჩ ანდრეი დენისოვს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა. 

„როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ლანდშაფტი, ჩინეთი გააგრძელებს რუსეთთან სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებას, რათა მიაღწიოს მომგებიანი თანამშრომლობას, ერთობლივად დაიცვას ჩვენი საერთო ინტერესები და ხელი შეუწყოს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოების შექმნას საერთო მომავლისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლე იუჩენგმა ასევე დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ პირველ კვარტალში დაახლოებით 38,2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მათი ორმხრივი თანამშრომლობის "უზარმაზარ მდგრადობის" დადასტურება.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის, ასევე სხვა საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე. თუმცა, დამატებითი დეტალები სამინისტროში არ საუბრობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics