|
2022-04-19 13:22:27, 1317 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ საერთაშორისო გზავნილების განაღდებისას საკომისიოს 1%-ს უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს
„ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გზავნილების განაღდების დროს, განაღდებული თანხის საკომისიოს 1% უკრაინის საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს მომენტალურად გაეგზავნება შესაბამისი შინაარსის შეტყობინება. მნიშვნელოვანია, რომ საქველმოქმედო ანგარიშზე გადასარიცხი თანხა, მომხმარებლის მიერ განაღდებული თანხიდან არ ჩამოიჭრება და სრულად შეძლებს თანხის აღებას. ამასთანავე, მაისის ბოლომდე გრძელდება ფულად გზავნილებზე ლიბერთის საგაზაფხულო აქცია "თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქრის დროა" კამპანიის ფარგლებში, ყოველი მე-5 მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით მიიღებს მინიმუმ 200 ლარის (ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში) ოდენობის საერთაშორისო ფულად გზავნილს, დასაჩუქრდება ბრენდირებული, ორიგინალური მაჯის საათით. საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია და ამისათვის, საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ/მობაილ ბანკის და ლიბერთის ბანკომატების საშუალებით. ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის განაღდებისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში, ინტერნეტ/მობაილ ბანკში და ბანკომატებში ისარგებლებენ ვალუტის კონვერტაციის სპეციალური, ყველაზე მომგებიანი კურსით. კამპანიის პერიოდში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჯერ არ სარგებლობს ლიბერთის უნივერსალური ანგარიშით და შეასრულებს საერთაშორისო ფულადი გზავნილის ოპერაციას, ახალი ანგარიშის გახსნისას საჩუქრად მიიღებს ლიბერთის სტანდარტულ სატარიფო პაკეტს და უფასოდ ისარგებლებს 6 თვის განმავლობაში. კამპანიის გამარჯვებულები ავტომატურად გამოვლინდებიან და საჩუქრის მიღებას მათთვის სასურველ ფილიალში შეძლებენ. აქცია დაიწყო 6 აპრილს და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. ბანკის სერვისებისა და კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ლიბერთის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.libertybank.ge
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)