|
2022-04-19 10:50:10, 1241 ნახვა
ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 205 ბავშვი დაიღუპა, 572 კი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 205 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 572 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს . პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 118, კიევის ოლქში - 108, ხარკოვის ოლქში - 91, ჩერნიგოვის ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 43, მიკოლაევის ოლქში - 40, ლუგანსკის ოლქში - 36, ზაპოროჟიეს ოლქში - 25, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15. „18 აპრილს დონეცკის რაიონის სოფელ შანდრიგოლოვოში დამპყრობლების მიერ საარტილერიო სროლის შედეგად 16 წლის გოგონა დაიჭრა. ზაპოროჟიის რაიონის სოფელ პრეობრაჟენკას დაბომბვის გამო კი, 14 წლის გოგონა დაშავდა. ხოლო ქალაქ ლვოვის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 3 წლის ბავშვი დაშავდა“ , - აცხადებენ პროკურატურაში. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს .
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)