|
2022-04-19 10:31:13, 1584 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლექსი არესტოვიჩი - რუსეთის ახალ შეტევებს დონბასში, ერთდროულად ოთხი მიზანი გააჩნია
რუსი დამპყრობლების მიერ დონბასში განხორციელებულ ახალ შეტევებს, ერთდროულად ოთხი მიზანი გააჩნია, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში გააჟღერა. რუსების პირველ ამოცანას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სპიკერმა, ლუგანსკის ოლქში რუბიჟნე-პოპასნაია-სევეროდონეცკის მონაკვეთზე ტერიტორიის დაკავება უწოდა. „დღეს კრემენნაია ვითომ „აიიღეს“. თუმცა რეალურად არაფერი წაუღიათ. ჩვეულებრივი ქუჩის დაპირისპირებაა. ქალაქი „ნაცრისფერ ზონაშია“.მეორე მიმართულება არის შეტევა იზიუმიდან (ხარკოვის ოლქი) სლავიანსკისა და კრამატორსკისკენ.“ - აღნიშნა არესტოვიჩმა. დანარჩენ ტერიტორიებს კი გულიაიპოლის (ზაპოროჟიეს რეგიონი) და მარიუპოლის ტერიტორია უწოდა. ”ხერსონის მიმართულება ხარკოვის საპირისპიროა, ჩვენმა ჯარმა კი წინ წაიწია”, - დასძინა ხელმძღვანელის მრჩეველმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეტევის ახალი ეტაპის დაწყება უკვე დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 18 აპრილის კი მტერმა აქტიურად დაიწყო აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების დაბომბვა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)