|
2022-04-19 10:02:44, 1857 ნახვა
ომი უკრაინაში
ემანუელ მაკრონი: ომმა სხვა მიმართულება მიიღო, ამიტომ პუტინთან აღარ მილაპარაკია, მაგრამ მომავალში ამას არ გამოვრიცხავ
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონმის განცხადებით, მისი დიალოგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მას შემდეგ შეფერხდა, რაც უკრაინაში მასობრივი მკვლელობები იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ კომენტარი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას გააკეთა. კითხვაზე, თუ რატომ არ მიჰყვა სხვა ევროპელი ლიდერების მაგალითს და გაემგზავრა უკრაინის დედაქალაქ კიევში, მაკრონმა თქვა, რომ მხარდაჭერის გამოსახატად უკრაინაში ჩასვლა საჭირო არ იყო. "მას შემდეგ, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში და სხვა ქალაქებში, ომმა სხვა მიმართულება მიიღო, ამიტომ მას შემდეგ პირდაპირ აღარ მილაპარაკია, მაგრამ არ გამოვრიცხავ ამის გაკეთებას მომავალში. მე დავბრუნდები კიევში, მაგრამ წავალ იქ, რომ რაღაც სასარგებლო მოვიტანო... რადგან აშკარაა, რომ ამ მხარდაჭერის გამოსახატავად არ მჭირდება იქ გამგზავრება. თუ კიევში წავალ, ეს იქნება ცვლილებების მომტანი,” - ამბობს მაკრონი.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)