|
2022-04-19 01:26:31, 3099 ნახვა
ომი უკრაინაში
ქალაქ ნიკოლაევში რამდენიმე აფეთქება მოხდა - ვიდეო
დღეს გვიან საღამოს, ქალაქ ნიკოლაევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. - ამის შესახებ ნიკოლაევის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა ტელეგრამის არხზე განაცხადა. „ვარკვევთ სიტუაციას. ოპერატიულ ინფორმაციას დილით შეგატყობინებთ“, - განაცხადა მან. ამასობაში ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, რომ რუსეთის ჯარებმა დროებით ოკუპირებული ხერსონის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს ნიკოლაევს. უკრაინის პრეზიდენტის ვლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ბრძოლა დონბასისთვის, რომელსაც ისინი ამდენი ხანი ემზადებოდნენ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვაში განაცხადა. "ბილინკეტის" გამომძიებელი ჟურნალისტის ხრისტო გროზევის ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს ხარკოვისა და ნიკოლაევის მძიმე მსხვილკალიბრიანი რაკეტებით დაბომბვა, "ახლა მიმდინარეობს ხარკოვისა და ნიკოლაევის მძიმე მსხვილკალიბრიანი დაბომბვა, ისევე როგორც უკრაინული პოზიციების უმეტესობა ლუგანსკსა და დონეცკში. ნათელია, რომ დღეს რუსეთმა დაიწყო ომის ახალი ეტაპი - მხოლოდ ერთი ფრონტი კონცენტრირებულია აღმოსავლეთში. უკრაინა." -წერს გროზევი.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)