|
2022-04-18 19:08:57, 1846 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმერ ზელენსკი - დღეს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ეტაპია
დღეს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ეტაპია - ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკმა ისაუბრა. მისივე თქმით, უკრაინას სჯერა, რომ მოიპოვებს მხარდაჭერას და გახდება მისაღები კანდიდატი . " მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. დღეს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ეტაპია, მისწრაფება, რომლისკენაც ჩვენი ხალხი იბრძვის და იბრძვის, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია. ჩვენ გვჯერა, რომ მოვიპოვებთ მხარდაჭერას და გავხდებით მისაღები კანდიდატი. ამის შემდეგ დაიწყება შემდეგი, დასკვნითი ეტაპი. ჩვენ ძალიან გვჯერა, რომ ეს პროცედურა მოხდება უახლოეს კვირებში და ეს იქნება პოზიტიური ჩვენი ხალხის ისტორიისთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასი გადაიხადა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის თქმით, მთავრობამ და პრეზიდენტის აპარატის გუნდმა მოახდინა ძალიან სწრაფი რეაგირება და უკვე მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციაზე. შეგახსენებთ რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მას შემდეგ მოაწერა რაც რუსეთმა ფართომაშტაბიანი ომი გამოუცხადა და რუსეთის მხრიდან დაირღვა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტი .
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)