|
2022-04-18 15:32:47, 1017 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია: „ჩვენ ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციისთვის ვახორციელებთ შესაბამის პროექტებს. ყოველწლიურად, ამ მიმართულებით, დაახლოებით, 10-12 მილიონი ლარი იხარჯება“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. „80 პროცენტიანი დამოკიდებულება გვქონდა ღვინის ექსპორტის კუთხით რუსეთის ბაზარზე და ეს რიცხვი შემცირდა 57 პროცენტამდე; ეს არის იმ პოლიტიკის და იმ ღონისძიებების დამსახურება, რასაც სახელმწიფო აკეთებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მეწარმეებთან ერთად. ჩვენ, წლების განმავლობაში, ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციისთვის ვახორციელებთ შესაბამის პროექტებს, რომელშიც ჩართულია ღვინის ეროვნული სააგენტო. ყოველწლიურად, დაახლოებით, 10-12 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. ჩვენ ვაფინანსებთ სხვადასხვა ღონისძიებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში - დეგუსტაციების სახით, გამოფენების სახით; გარდა ამისა, ჩვენ შარშან შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას გულისხმობს ჩვენი მეწარმეებისთვის. ეს არის დამატებითი შეთავაზება მეწარმეებისთვის, რომ მათ მარკეტინგული ხარჯები ღვინის პოპულარიზაციისთვის თვითონ გაიღონ იმ კონკრეტულ ქვეყნებში, სადაც ინტერესი აქვთ. ჩვენ მათ დავუფინანსებთ გაწეულ ხარჯებს, თუ, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომელიც დადგენილებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი მხარდაჭერაა ჩვენი მეწარმეებისთვის, რომ მათ შეძლონ სხვადასხვა ბაზრის ათვისება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, სამინისტროში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი სახელმწიფოს, ფერმების და მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა მეღვინეებთან. რაც შეხება პროცესს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ მეწარმეებს ღვინის ბაზრის დივერსიფიცირებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)