|
2022-04-17 11:04:32, 978 ნახვა
ეკონომიკა
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) საკითხი მწარმოებელ/იმპორტიორებთან განიხილეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელ/იმპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დასანერგად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტის განხორციელების ვადების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს. „ნარჩენების მართვის კოდექსი” ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოთხი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადების შესრულება, რისთვისაც სამინისტროს მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მწარმოებლების პოზიციების, შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით”, - განაცხადა სოლომონს პავლიაშვილმა. მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ პროდუქციის მწარმოებლებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრებათ. მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, იყვნენ მგვ ორგანიზაციის წევრები და აიღონ ვალდებულება მათ მიერ შემოტანილი პროდუქციის ნარჩენების შემდგომი მართვის საკითხებზე. 2022 წლის 1 ივლისიდან შესაბამისი მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ, მგვ-ის განხორციელების მიზნით, 2020 წლის 25 მაისს მიიღო ოთხი ტექნიკური რეგლამენტი: „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ”, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ”, „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ” და „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ”.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)