|
2022-04-16 22:34:19, 1634 ნახვა
ომი უკრაინაში
სახალხო დამცველი დენისოვა - ხერსონში ფსევდორეფერენდუმი პირველიდან ათ მაისამდე იგეგმება
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ცნობით, ხერსონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება პირველიდან ათ მაისამდეა დაგეგმილი. მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმისთვის ბიულეტენთა ბეჭდვა დაწყებულია. "რაშისტები არ ამბობენ უარს განზრახვაზე, შექმნან ე.წ. ხერსონის რესპუბლიკა. რისთვისაც იყენებენ ლუგანსკსა და დონეცკში ნაცად სქემას - ფსევდორეფენდუმს, რომლებიც ემსახურებოდა არა ხალხის ნების გამოვლენას, არამედ ყალბი სურათის შექმნას რუსული მედიისთვის. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალაქ ნოვა კახოვკას სტამბაში იბეჭდება ბიულეტენები "რეფერენდუმის" ჩასატარებლად. როგორც ჩანს, "კენჭისყრის" შედეგების შესახებ ყველა ოქმი წინასწარ მომზადდება და რეგიონულ ცენტრებს მიეწოდება". - თქვა დენისოვმა. მისი ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმის დღეს ხერსონის ჩაკეტვა და ყველანაირი კომუნიკაციის შეზღუდვა იგეგმება. "ოკუპანტებს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება გაუჭირდებათ, რადგან რაშისტების მიერ იარაღით მუქარისა და აქციის ძალადობრივად დარბევის მიუხედავად, ხერსონის გმირი მოსახლეობა აგრძელებს პროტესტს, მოწოდებით - "ხერსონი უკრაინაა". - წერს უკრაინის სახალხო დამცველი.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)