|
2022-04-15 15:06:08, 936 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - რა ფორმატია ის ფორმატი, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ერთად საუბრობენ ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა მეთოდებზე?
ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგიერთ მედიას შორის ზღვარი არის წაშლილი - ეს არის ბაკურიანში ჩატარებული ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, მისთვის წარმოუდგენელია ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე ოპოზიცია მედიის და არასამთავროვო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საუბრობდეს. „საბოლოო ჯამში, რაც ვნახეთ, დაადასტურეს, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ჩემთვის ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ფორმატია ის ფორმატი, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთად სხედან და საუბრობენ ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა მეთოდებზე? ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სამწუხაროდ, ზღვარი ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგიერთ მედიას შორის არის წაშლილი, ეს არის ყველაზე ცუდი ჩვენი დემოკრატიისთვის, რომ სხვადასხვა სექტორი ასე არეულია ერთმანეთში და ვეღარ ვარკვევთ იქ მედია არის პარტია, პარტია - მედია, NGO - პარტია თუ პირიქით. ამ ზღვარის წაშლა არის ამ ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილი, რაც ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით,"- განაცხადა პაპუაშვილმა. 6-8 აპრილს Rooms Kokhta-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრება გაიმართა. „კვირას“ ინფორმაციით, ბაკურიანში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა (ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა”, ბათუ ქუთელია – „დროა”, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო”, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩისა” და პარტია „ლელოს” წარმომადგენლები). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „ფორმულადან” და „მთავარი არხის” წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და „სირცხვილიას” აქტივისტები ესწრებოდნენ. ბაკურიანში არ მიიწვიეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ. შეხვედრის ტრენერი და მოდერატორი ცნობილი პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი იყო.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)