00:33 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 11:33:43, 2153 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი ვლადიმერ პუტინს დაემორჩილა და რუსული გაზის საფასურს რუბლში გადაიხდის

სომხეთი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას დათანხმდა და ბუნებრივი აირის საფასურს რუბლით გადაიხდის. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ფასის დადგენა ხდება დოლარში, მაგრამ გადახდა მოხდება რუსულ ვალუტაში.

”რამდენადაც მე ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა იყო რუბლით, მაგრამ შესაბამისი დოლარის კურსით”, - თქვა კერობიანმა RBC- თან ინტერვიუში,

1 აპრილიდან, პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, გაზპრომი ვალდებულია არამეგობრულ ქვეყნებს გაზი, დოლარისა და ევროს ნაცვლად, რუბლებში მიჰყიდოს.

უცხოელი მყიდველები გაზს გადაიხდიან კონტრაქტის ვალუტაში, ხოლო გაზპრომბანკი მას მოსკოვის ბირჟაზე გაყიდის და რუბლებს გადასცემს გაზპრომს. 

ევროკომისია სანქციების გვერდის ავლის მიზნით მიწოდების რუბლში გადახდის მოთხოვნას შეთანხმებების დარღვევად მიიჩნევს . ევროკავშირის ბევრმა წევრმა უარი თქვა ამაზე. უნგრეთი იყო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ევროკავშირის ქვეყანა, რომელიც დათანხმდა ამ მოთხოვნის შესრულებას.

სომხეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა. რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა 23 მარტს განაცხადა, რომ ერევანი აწარმოებს მოლაპარაკებებს მოსკოვთან რუბლებში მიწოდებული გაზის გადახდაზე, ვინაიდან ასევე განიხილება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საბაჟო გადასახადებიდან ვალუტის განაწილების საკითხი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics