23:15 - 14 Aug, 2026
|
2022-04-14 23:49:26, 1945 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუჩის მერი - ტაძართან არსებული მასობრივი საფლავიდან 73 ცხედარი უკვე ამოიყვანეს
კიევთან ახლოს, ქალაქ ბუჩაში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მახლობლად მდებარე მასობრივი საფლავიდან უკვე ამოღებულია 73 ცხედარი, განუცხადა UNIAN-ს მერმა ანატოლი ფედორუკმა. მისივე თქმით, ქალაქში ნაპოვნი 403 გვამიდან იდენტიფიცირებულია 167. იდენტიფიკაციის პროცესი გრძელდება. ერთი დღით ადრე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა ბუჩაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა საზარელი დანაშაულების ჩადენის ადგილად იქცა. აპრილის დასაწყისში, კიევის რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, ბუჩას ქუჩებში ათობით ცხედარი იპოვეს. უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები რუს სამხედროებს ადანაშაულებენ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში, რომლებიც ქალაქში რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)