|
2022-04-14 20:40:45, 2880 ნახვა
ომი უკრაინაში
უმაღლესმა რადამ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, გენოციდად აღიარა
უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთისა და მისი არმიის მიერ ჩადენილი ქმედებები უკრაინაში, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. 363-მა სახალხო დეპუტატმა მხარი დაუჭირა შესაბამის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის გენოციდის შესახებ“. რეზოლუციაში მათ ასევე მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. უკრაინელი დეპუტატების თქმით, ეს რეზოლუცია უკრაინაში რუსეთისა და მისი არმიის დანაშაულების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების დასაწყისია. გათავისუფლების შემდეგ უკრაინელებმა სოფელ ბუჩაში არაერთი საერთო საფლავი აღმოაჩინეს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 400-ზე მეტი მოქალაქის ცხედარი. ოკუპანტები ბლოკავენ ჰუმანიტარულ დერეფნებსაც, რომლითაც მოსახლეობას საკვები და წყალი მიეწოდებათ. ასევე, ესვრიან მოქალაქეებს, რომლებიც ევაკუაციას ცდილობენ. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)