|
2022-04-14 17:57:22, 1137 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ტყის მართვის დაგეგმვა გაუმჯობესდა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, ტყის ინვენტარიზაციაა, რომელიც ქვეყანაში 2014 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპისთვის, დაახლოებით, 360 ათასი ჰექტარი მოიცვა. „ინვენტარიზაცია წარმოადგენს სრულფასოვანი ტყითსარგებლობის დაგეგმვის საფუძველს. სამინისტროს მიერ, 2018-2021 წლებში, საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა, რომელიც მოგვცემს ზუსტ სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ტყეების შესახებ. ამ დროისთვის, ტყეების ინვენტარიზაცია საქართველოს ტყის მხოლოდ დაახლოებით 21%-ზეა განხორციელებული, ჩვენი მიზანია 2026 წლისთვის სრულად დასრულდეს საქართველოს ტყეების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მნიშვნელოვანია, რომ ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმებულია სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ გადამზადებული ახალგაზრდა მეტყვე-ტაქსატორები. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან აღდგა სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული სწავლება, შედეგად, მეტყევის პროფესიას დაეუფლა 156 ადამიანი, რომელთა 80% დასაქმდა სპეციალობით. ოთარ შამუგიამ, 2021 წელს, იმ უპრეცედენტო საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა, რომელიც სატყეო სექტორის რეფორმის პრაქტიკაში განხორციელებას მოხმარდება. კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) საქართველოს გამოუყო 33 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, რომელიც 3 რეგიონში (კახეთი, გურია და მცხეთა-მთიანეთი) ტყის სწორი მართვის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხე-ტყის რესურსების რაციონალურ ათვისებას შეუწყობს ხელს.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)