|
2022-04-14 16:25:57, 968 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია - ბოლო წლებში, საქართველოში, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 33%-ით გაიზარდა
„ბოსტნეულის წარმოება უკანასკნელ წლებში 15%-ით გაიზარდა და 176.1 ათასი ტონა შეადგინა. ამჟამად, ბოსტნეულის იმპორტის ძირითადი ნაწილი მოდის არასეზონზე, რაც გამოწვეულია სეზონზე მოყვანილი ბოსტნეულის შესანახი საჭირო ინფრასტრუქტურის, თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების, სამაცივრე მეურნეობების სიმცირით. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა. თანადაფინანსების საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება მიღებული მოსავლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენახვა და საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას, რომელიც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ბოსტნეულის და კარტოფილის შესანახად. 500 ტონა ტევადობის შემნახველი საწარმოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს, მისი ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს, არაუმეტეს 450,000 ლარს. სახელმწიფო პროგრამით, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება იქნა შესაძლებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების ანგარიში წარადგინა. რაც შეეხება ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, 132-მა კომპანიამ მიიღო სახელმწიფო თანადაფინანსება, მათ შორის 52 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია. ტექნიკური დახმარების პროგრამა მოიცავს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის, პროდუქციის ბრენდირებისა და შეფუთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურების, პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებასა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას. მოწესრიგებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს „ინტენსიურად გრძელდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. შედეგად, ქვეყანაში მელიორირებული ფართობი 200 ათას ჰექტარზე მეტია“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წყალუზრუნველყოფილი ფართობი 45 000-დან 160 ათას ჰექტრამდე გაიზარდა, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14 000-დან 43 ათას ჰა-მდე. ექსპლუატაციაში შევიდა ახალი სატუმბი სადგურები. კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ძველი და ამორტიზებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა. „ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარებით და საბიუჯეტო დაფინანსებით, ამჟამადაც მიმდინარეობს და მომავალშიც დაგეგმილია მასშტაბური სამელიორაციო პროექტების განხორციელება, როგორც საირიგაციო ინფრასტრუქტურის, ასევე სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციის მიზნით, რაც საშუალებას მოგვცემს, ათეულობით ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გავხადოთ ინტენსიურად გამოყენებული სოფლის მეურნეობაში, ჩავუტაროთ რეაბილიტაცია არსებულ საირიგაციო წყალსაცავებს და ავაშენოთ ახალი, გავაუმჯობესოთ წყლის მართვა. ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში მსხვილი ინვესტიციების განსახორციელებლად აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საფინანსო ინსტიტუტებთან, ესენია მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო). თანამშრომლობის მიზანია არა მხოლოდ სამელიორაციო სისტემების აღდგენა-მოდერნიზაცია, არამედ დარგში ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დახვეწა, ეფექტიანი და გამჭვირვალე მართვის მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმების დანერგვა, მათ შორის დეცენტრალიზაცია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებით და ფერმერთა როლის გააქტიურებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)