|
2022-04-14 11:57:56, 831 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ თავისი არსებობის მეოთხე ათწლეულს მომავალ თაობას მიუძღვნის
უკვე 30 წელია, რაც „თიბისი“ ახალი თაობის მხარდამჭერია სხვადასხვა მიმართულებით. ამ სამი ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ მრავალი ინიციატივა, პროექტი და კამპანია განახორციელა ახალი თაობის გასაძლიერებლად და განსავითარებლად, შეუქმნა წვდომა ფინანსურ სერვისებზე და შესთავაზა ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტები. „თიბისი ახალი თაობისთვის" გააერთიანებს და მხარს დაუჭერს ათეულობით პროექტს და ინიციატივას, რომლებიც ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურება. ახალგაზრდები იგრძნობენ „თიბისის“ გვერდში დგომას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება (სტიპენდიატების პროგრამა, „თიბისის“ აკადემიები) ტექნოლოგიები და ინოვაციები (IT აკადემია), ახალი ბიზნესის წამოწყება და ხელშეწყობა (სტარტაპერი, ბიზნესდაჯილდოება) ლიტერატურა (საბა), კულტურა და ხელოვნება (მუზეუმების პარტნიორი), სპორტი (ურბანული სპორტი, რაგბი), ქველმოქმედება, მენტალური კეთილდღეობა და სხვა. „თიბისის“ სოციალური პასუხისმგებლობების და ESG პროექტები თანაბრად შეეხება როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე სტუდენტებს და ორიენტირებული იქნება რეგიონებზეც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას ექნება ჩართვის შესაძლებლობა. „მომავალი თაობის მხარდაჭერა და გაძლიერება „თიბისის“ დაპირებაა მომდევნო ათლწეულის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალ თაობას გავუმარტივოთ დასახული მიზნების მიღწევის გზა, მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ და მოტივაცია მივცეთ, რომ აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები, რეალობად აქციონ ინოვაციური იდეები და მიაღწიონ მწვერვალებს თავიანთი ინტერესების სფეროში. ჩვენი დიდი სურვილია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ჩამოყალიბდნენ წარმატებულ, შემდგარ და დამოუკიდებელ ინდივიდებად, რომლებმაც იციან რა სურთ და როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს" - ვახტანგ ბუცხრიკიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორი. „თიბისი“ ყოველთვის იქ არის, სადაც მისი მომხმარებელია. აქ, ახლა სწორედ ის დროა, როცა ჩვენი ყურადღების ცენტრში ჩვენი ახალგაზრდა მომხმარებლები და მათი საჭიროებებია. „თიბისის“ გუნდი ერთიანდება ახალი თაობის გასაძლიერებლად, მათი ცხოვრების გასამარტივებლად, სტიმულის მისაცემად და მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)