|
2022-04-14 11:03:40, 2880 ნახვა
ომი უკრაინაში
ენტონი ბლინკენი - უკრაინა ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება, ომი დასასრულისგან შორს არის
აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრიანიდან რუსი სამხედროების უკან დახევის მიუხედავად, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასასრულისგან შორს არის. - ამის შესახებ " ამერიკის ხმა" იუწყება. ამასთან, ბლინკენი მიესალმა თეთრი სახლის გადაწყვეტილებას უკრაინას გადასცეს დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის თავდაცვისთვის. „აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა უნდა იმოქმედონ ახლა დამატებითი სამხედრო დახმარების გაზრდის კუთხით, რადგან უკრაინა ემზადება ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მისი თავისუფლებისთვის და მისი მომავლისთვის”, - თქვა ბლინკენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ, ამგვარად, თეთრი სახლი უკრაინისთვის 2,4 მილიარდ დოლარზე მეტ იარაღს გამოყოფს. ბაიდენის თქმით, ახალი პაკეტი "ბევრ ეფექტურ იარაღს" მოიცავს, რომელიც ადრე გადაეცა უკრაინულ ძალებს, ისევე როგორც ახალ საშუალებებს, რომლებიც საჭიროა ახალი "რუსეთის ფართო შეტევის აღმოსავლეთ უკრაინაში" მომზადების ფონზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)