|
2022-04-13 21:37:48, 1225 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ჩემი შეთავაზება იყო, უკრაინაში ვიზიტისას, ოპოზიცია და უმრავლესობა სამ-სამი წევრით ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა ოპოზიციამ უარი თქვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირას შედგება. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციასთან შეხვედრაზე, მან შესთავაზა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც ყოფილიყვნენ დელეგაციაში, თუმცა ეს არ გაიზიარეს. „რაც შეეხება ვიზიტს, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირას განხორციელდება, იცით, რომ ჩვენ შეთანხმება გვაქვს უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც, როგორც სხვა შემთხვევებში, არის საპარლამენტო დელეგაციასთან ერად და ამ შემთხვევაში, მე შევთავაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათ წევრებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში. სოლიდარობის გამოცხადება, საქართველოს პარლამენტის ბევრ წევრს უნდა. დელეგაციაზე შეთავაზება გვქონდა, ისევე როგორც სხვა დროს ხდება, იყვნენ წარმოდგენილი უმრავლესობის წევრები და ასევე თანაბარი რაოდენობით იყვნენ ოპოზიციიდან, სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი ოპოზიციიდან, სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს. მე ჩემი შეთავაზება მქონდა. მთავარია, დელეგაცია შედგეს. სამწუხაროა, რომ შიდა პოლიტიკური თემები, როგორც ჩანს, სჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ იქ მივემგზავრებით, რათა ვაჩვენოთ ადამიანებს სოლიდარობა, გავიზიაროთ მათი წუხილი და ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული შიდაპოლიტიკურ სიჭრელესთან, თუ მრვალფეროვნებასთან. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, მიზანი ამ ვიზიტისა და ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, სადაც განსხვავებით სხვა დელგაციებისგან, როდესაც ხდება ხოლმე, იქ არის ოპოზიციის წარმომადგენელი, მე შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა, რომ სამი ყოფილიყო უმრავლესობის, სამი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ამ შეთავაზებას არ იზიარებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)