|
2022-04-13 21:23:05, 1774 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ომი ჯერ დასრულებისგან შორს არის, გვჭირდება იარაღი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოთვალა ის მძიმე შეიარაღება, რომელიც უკრაინას რუსეთის შესაჩერებლად სჭირდება. ამის შესახებ ზელენსკიმ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. "რუსეთმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს. ახლა აპრილია. რუსეთს უკრაინის ხელში ჩაგდება 5 დღეში ჰქონდა განსაზღვრული. ეს იყო საბოლოო ვადა, რომელიც მათ დაადგინეს ჩვენი ქვეყნის წაშლისა და ჩვენი დემოკრატიის განადგურებისთვის. თუმცა, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ. რუსეთმა არ იცოდა, როგორ ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავებს რუსეთისგან იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ოკუპანტს ჰქონდა დაგეგმილი. ჩვენ გავანადგურეთ იმაზე მეტი რუსული იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა, ვიდრე ევროპის ზოგიერთი არმია ამჟამად ფლობს. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. რუსეთს კვლავ აქვს შეტევის შესაძლებლობა და არამარტო უკრაინის წინააღმდეგ - პოლონეთი, მოლდოვა, რუმინეთი და ბალტიის ქვეყნები გახდებიან შემდეგი სამიზნეები, თუ უკრაინის თავისუფლება დაეცემა. ბუჩასა და მარიუპოლში გადაღებულმა სურათებმა მთელ მსოფლიოს აჩვენა რუსეთის ნამდვილი მიზნები. ამის შეჩერება მხოლოდ იარაღის ძალით არის შესაძლებელი. ეს ახლა უნდა გაკეთდეს. უკრაინა სჭირდება იარაღი. ჩვენ გვჭირდება მძიმე არტილერია, ჯავშანმანქანები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო თვითმფრინავები. ნებისმიერი რამე, რათა მოვიგერიოთ რუსული ძალები და შევაჩეროთ მათი ომის დანაშაულებები: საარტილერიო დანადგარები, საარტილერიო ჭურვები, ზალპური ცეცხლის სისტემები, ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო თვითმფრინავები აუცილებელია, რათა გავათავისუფლოთ ჩვენი ქალაქები და გადავარჩინოთ მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე, ისევე, როგორც მილიონობით ევროპელის. თავისუფლება ტირანიაზე უკეთ უნდა იყოს შეიარაღებული. დასავლურ ქვეყნებს აქვთ ყველაფერი ამის გასაკეთებლად. ტირანიაზე საბოლოო გამარჯვება და ადამიანების გადარჩენა მათზე არის დამოკიდებული. შეაიარაღეთ უკრაინა ახლა, რათა დავიცვათ თავისუფლება!" - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)