|
2022-04-12 22:33:59, 1956 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ უარყვეს ბუჩას ხოცვა-ჟლეტვაში თავისი ბრალეულობა
ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ უარყვეს ბუჩას ხოცვა-ჟლეტვაში თავისი ბრალეულობა. პუტინი ამბობს, თითქოს გავრცელებული კადრები და ინფორმაციები "ფეიკია", ლუკაშენკო კი ამას "ბრიტანელების ფსიქოლოგიურ ოპერაციას" უწოდებს. ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ მზად არის, „იომოს რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე“. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდებისთვის, ბელარუსის პლატფორმა შესაფერისია. „მითხრეს, რომ წუხელ უკრაინულმა მხარემ ისევ რაღაც შეცვალა. მე არ ვიცი ამ ცვლილებების შესახებ. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებების გარკვეულ დონეს სტამბოლში, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინული მხარე კი თავისთვის აცხადებს უსაფრთხოების ძალიან მკაცრ გარანტიებს, არ ვრცელდება ყირიმის, სევასტოპოლისა და დონბასის ტერიტორიაზე. ამას მოჰყვა ჩვენი ქმედებები სახელშეკრულებო პროცესის გაგრძელების პირობების შესაქმნელად. სამაგიეროდ, ბუჩაში პროვოკაციას წავაწყდით და რაც მთავარია, უკრაინულმა მხარემ სტამბოლში დადებული შეთანხმებები დატოვა. ახლა უსაფრთხოების მოთხოვნები ერთია და ყირიმზე, სევასტოპოლსა და დონბასზე ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები ამ შეთანხმებების ფარგლებიდან არის ამოღებული. ისინი ისევ დაბრუნდნენ საკუთარი თავისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ჩიხურ მდგომარეობაში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)