|
2022-04-12 18:17:11, 1842 ნახვა
ომი უკრაინაში
ალექსანდრე ლუკაშენკო ბუჩაში რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს „ბრიტანულ სპეცოპერაციას“ უწოდებს
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ვლადიმერ პუტინთან ვიზიტით რუსეთში იმყოფება, აცხადებს, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედია "ბრიტანული სპეცოპერაციის" ნაწილია. მისივე თქმით, ინგლისს გამართული "ყვრილი" სანქციების ახალი პაკეტის დაწესებისათვის სჭირდებათ. "ბუჩას მსგავსად, აქ ჩვენ განვიხილავდით ამ პოლიტიკას: ყველა ყვირის. კარგი, მათ სჭირდებოდათ სანქციების შემდეგი პაკეტის დაწესება. დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ "მათი" სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომელიც ჩაატარა ინგლისელებმა. თუ თქვენ გჭირდებათ პაროლები, მისამართები, მანქანების ნომრები, რომლებითაც ისინი ჩავიდნენ ბუჩაში, რუსეთის FSB-ს შეუძლია ამ მასალების მიწოდება", - განაცხადა ლუკაშენკომ. მეორეს მხრივ, პუტინმა თქვა, რომ ბუჩაში მომხდარ დანაშაულებებს „ისევე ყალბად მიიჩნევს, როგორც რუსეთის მიერ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებას“. რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ლუკაშენკომ მას "ბუჩაში პროვოკაციების შესახებ დოკუმენტები" გადასცა. ცნობისთვის, 1-ელ აპრილს ქალაქ ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინტრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები. 2 აპრილს, საღამოს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მთელი კიევის რეგიონი ოკუპანტებისგან თავისუფალი იყო. უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, განაცხადეს, რომ ქალაქებში დახოცილ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობდნენ. გათავისუფლებული ქალაქ ბუჩას მერმა თქვა, რომ რუსული არმიის ერეთთვიანი ოკუპაციის შედეგად, 300 მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს მოკლული. მსხვერპლის ნაწილი მასობრივ საფლავებში, ნაწილი კი, ქუჩებში იპოვეს. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ნაწილი ნაწამები და გაუპატიურებულია. დახოცილნი არიან უიარაღო ადამიანები, რომელთაც ხელები ქონდათ შეკრული. რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები ასახულია ფოტო და ვიდეო-მასალაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)