|
2022-04-12 15:48:51, 1734 ნახვა
ომი უკრაინაში
NATO - უკრაინაში ომის მეორე ეტაპი გარდაუვალია, ის უფრო რთული და სისხლისმღვრელი იქნება
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯაოანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მეორე ეტაპი გარდაუვალია და ის უფრო რთული და სისხლმღვრელი იქნება. „ჩვენ ველოდებით სწრაფ გადასვლას ამ ომის მეორე ეტაპზე, რომელიც პირველსგან განსხვავებით უფრო რთულად წარიმართება, ბევრად უფრო ფართო ტერიტორიაზე, როგორც აღმოსავლეთში, დონბასში, სამხრეთით კი ყირიმის და მარიუპოლის მხარეს. ასე რომ, ჩვენი შეფასებით, ჩვენ გადავდივართ ამ ომის მეორე, კიდევ უფრო რთულ ეტაპზე, რომელიც თითქოს გაჭიანურდება“, - განაცხადა ჯაოანმა. კითხვაზე, მოელის თუ არა ალიანსი პუტინის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის გაგრძელებას, მან უპასუხა; „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მომავალში აღარ მოხდება, რადგან რასაც ისინი აკეთებენ უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება. მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ველით საომარი მოქმედებების შემდგომ განახლებას ბევრად უფრო ფართო ფრონტზე. ეს აღარ იქნება ის, რაც ვნახეთ ომის პირველ ექვი კვირის განმავლობაში. სამწუხაროდ, გვექნება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც“, - დასძინა ჯაოანმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ დონბასისთვის ბრძოლა განსაზღვრავს რუსეთთან ომის შემდგომ ბედს.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)