|
2022-04-11 16:03:42, 1898 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი პარტიზანული ომისთვის ემზადება
რუსები თავიანთ ტერიტორიაზე პარტიზანული ომისთვის ემზადებიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იტყობინება. "უსაფრთხოების გაზრდილი ზომები დაკავშირებულია" ჩარევის საფრთხესთან როსტოვის ოლქისა და კრასნოდარის ტერიტორიის საზღვრებზე მდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მუშაობაში. თავდაპირველი გეგმის ჩავარდნის შემდეგ მათი მოქმედება რეგულარულად გრძელდება და ძლიერდება“ - ნათქვამია სამინისტროს შეტყობინებაში. დაზვერვის თანახმად, ასეთი მზადყოფნა დაკავშირებულია, ბელორუსის "რკინიგზის პარტიზანების" ქმედებებთან, რომლებიც მიზანმიმართულად აჩერებენ სარკინიგზო კავშირს უკრაინასთან, რათა გაართულონ მარაგების მიწოდება საბრძოლო ზონაში. ასევე ბოლოდროინდელმა აფეთქებებმა ბელგოროდის მახლობლად ადგილობრივ ნავთობის და საბრძოლო მასალის საცავებში პანიკა დათესეს რუსეთის ფედერაციის მეზობელ რეგიონებში, რაც პარტიზანული ომის დასაწყისსა და საომარი მოქმედებების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადატანას გულისხმობს. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, საწვავის და საბრძოლო მასალის სავარაუდო დაკარგვა ამ საწყობებიდან დამატებით დაბკოლებას შექმნის, რითიც განსაკუთრებით შეიძლება ხარკოვის გარშემო მყოფი რუსული ჯარების მხარდაჭერა დაზარალდეს
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)