|
2022-04-07 23:46:39, 1969 ნახვა
რეგიონი
ზურაბ აზარაშვილი - უნდა აღვნიშნო სასიხარულო ფაქტი, გუშინ იყო პირველი დღე, როცა კოვიდით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა
„დღეისათვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ინფიცირების, ისე ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. აქვე უნდა აღვნიშნო სასიხარულო ფაქტი, გუშინ იყო პირველი დღე, როცა კოვიდით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიზიტისას. ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვია. ზურაბ აზარაშვილმა კლინიკა დაათვალიერა და იქ დასაქმებულ მედპერსონალს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა. მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ კლინიკა მრავალპროფილური უნდა გახდეს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფრო მეტი სერვისი შესთავაზოს. ,,დღეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და ვეწვიეთ აჭარას. შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ ჯანდაცვის სამინისტროში. შევხვდით მინისტრს და განვიხილეთ რეგიონის გამოწვევები ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე, თუ სად იყო ჩვენი მხარდაჭერის საჭიროება. ახლა ვიმყოფებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც წელიწად-ნახევარია გაიხსნა და იყო კოვიდკლინიკა. დღეისათვის, მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ინფიცირების, ისე ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. აქვე უნდა აღვნიშნო სასიხარულო ფაქტი, გუშინ იყო პირველი დღე, როცა კოვიდით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. ამ კლინიკაში ახლა უკვე საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობა, რომ იყოს მრავალპროფილური, მოემსახუროს ადგილობრივ მაცხოვრებლებს და შესთავაზოს ყველა სამედიცინო სერვისი. შევთანხმდით, რომ უახლოეს კვირაში იქნება წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა, თუ რა არის საჭირო, ასევე შემოსავლების ნაწილში, როგორ შეიძლება კლინიკის შემოსავლები იყოს სტაბილური",- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მანამდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. მხარეებმა ეკომიგრანტთა განსახლების საკითხები, ასევე - ჯანდაცვის კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებს, ერთობლივ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, აჭარის რეგიონში, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გვანცა გასვიანი იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)