|
2022-04-07 17:11:49, 1348 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - სულეიმან სოილუ, მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თურქ კოლეგას აეროპორტში დახვდა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ოფიციალური შეხვედრა გამართეს, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე ესწრებოდა. ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. სულეიმან სოილუმ ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რისთვისაც ვახტანგ გომელაურმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა. “მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, თურქეთს, ჩვენი გვერდით დგომისთვის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მოგეხსენებათ, გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: საზღვრის დაცვა, ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. კარგად გვახსოვს თურქი ხალხის გვერდში დგომა ყოველთვის და ამისთვის, მინდა, დიდი პატივისცემით, კიდევ ერთხელ გულწრფელად გითხრათ მადლობა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. თავის მხრივ, სულეიმან სოილუმ მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მასპინძლობისთვის. "მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან ნაყოფიერი პირისპირ შეხვედრა გვქონდა. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პლატფორმაზე ვიცავდით, ვიცავთ და მომავალშიც დავიცავთ. ეს ეხება ასევე უკრაინასაც. ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენი პრეზიდენტის, ბატონ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ლიდერობით, ვცდილობთ, რომ შევასრულოთ შუამავლის როლი, რათა რეგიონში და ზოგადად, ამ კონფლიქტში შევასრულოთ დადებითი როლი, რათა რაღაცნაირად დავასრულოთ იგი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მსგავს პოზიციას იკავებს საქართველოს ხელისუფლება და თქვენი ქვეყანა ამ კონფლიქტთან დაკავშირებით”, - აღნიშნა სულეიმან სოილუმ. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ეფექტიან თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეების წვლილს ორი სახელმწიფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში. თურქულმა მხარემ სამომავლო სამუშაო ვიზიტების და ერთობლივი წვრთნების ჩატარების მზაობა გამოთქვა, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საზღვრის დაცვა, ორგანიზებულ დანაშაულთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლა. ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობასთან, ტერორიზმსა და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება. შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართული მხარე საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიპატიჟა.
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)