|
2022-04-07 14:22:58, 1240 ნახვა
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.შ. დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს, თურქეთის მოქალაქემ „სარფის" საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის ოთხი მოქალაქე საქართველოში ჩამოიყვანა და მოგვიანებით მათ იტალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთები და იტალიაში ჩასვლის დროს გამოსაყენებლად, საფრანგეთის რესპუბლიკის ყალბი ბინადრობის მოწმობები გადასცა. აღნიშნულმა პირებმა მსჯავრდებულის მიერ გადაცემული ბინადრობის ყალბი მოწმობები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისი-მილანის ავიარეისზე რეგისტრაციის დროს წარადგინეს, რითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადნენ. სამართალდამცველებმა ი.შ. 2021 წლის 17 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.შ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)