|
2022-04-07 11:32:07, 1268 ნახვა
ეკონომიკა
ქალთა გაძლიერების კუთხით, „თიბისი“ სამაგალითო დამსაქმებელია საქართველოში
ქალთა გაძლიერების კუთხით „თიბისი“ სამაგალითო კომპანიაა საქართველოში. ეს ავსტრიის განვითარების ბანკის (OeAB) მიერ, გერმანიის განვითარების ფინანსურ ინსტიტუტთან (DEG) ერთად, 2021 წელს ჩატარებული კვლევის შედეგია, რომლის მიზანს სამუშაო გარემოში გენდერული და ქალთა ლიდერობის საკითხების შესწავლა წარმოადგენდა საქართველოში. შედეგები „თიბისის“ მიერ ავსტრიის განვითარების ბანკისთვის გაზიარებული დოკუმენტების და კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ქალებისგან შემდგარი ფოკუს-ჯგუფების ანალიზზე დაყრდნობით გამოვლინდა. კვლევის მიხედვით, „თიბისი“ შემუშავებული პოლიტიკით, თანამშრომლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზებითა და ორგანიზაციული კულტურით ურთიერთდახმარებასა და პატივისცემაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს ქმნის და ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას. კვლევაში აღნიშნულია, რომ თიბისიში მეგობრული სამუშაო გარემო გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მამოძრავებელი ფაქტორია. ამასთანავე, ქალები სულ უფრო მეტად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე, ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი. მაგალითად, რისკების მართვა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. კვლევა თიბისის მაგალითზე აჩვენებს, რომ გენდერული თანასწორობის საკითხების უზრუნველყოფას დადებითი გავლენა აქვს ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებზეც. Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB) ავსტრიის განვითარების ბანკია, რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს. ბანკი განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის პროექტების განსახორციელებლად გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს, რაც მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. 2017 წელს OeEB-ის მიერ „თიბისისათვის“ გამოყოფილი ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესებში დასაქმებული ქალი მეწარმეების დაფინანსებას მოხმარდა. თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ 170 ქალ მეწარმეს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, რამაც ბანკს შესაძლებლობა მისცა, ხელი შეეწყო ბიზნესების განვითარებისა და გენდერული თანასწორობისათვის, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)