|
2022-04-04 14:35:22, 1176 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთის“ მხარდაჭერით „აქსელის“ საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა
"ლიბერთის" მხარდაჭერით, ,,აქსელის" (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის) მორიგი საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა. ტექნოლოგიური სტარტაპებისა და პოტენციური ინვესტორების ტრადიციულ შეხვედრას ინვესტორები და სტარტაპები ესწრებოდნენ. ,,აქსელის" ქსელი დღეისათვის 50ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და მისი მიზანია "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით, ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. Grant Thornton Georgia-სთან სტრატეგიული პარტნიორობით, აქსელის პორტფელში შემავალ სტარტაპებსა და ინვესტორებს უფასო საკონსულტაციო და იურიდიულ სერვისებზე მიუწვდებათ ხელი. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აქსელის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის, რაც თავისთავად პირდაპირ "ჭკვიანი ფულის" ინვესტირებას გულისხმობს საქართველოს ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ანგელოზი ინვესტორობის კულტურის განვითარებაში საქართველოში." - გური ქოიავა, აქსელის თანადამფუძნებელი ,,ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ მიზანს ინოვაციური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მოძიება და მხარდაჭერა წარმოადგენს. მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საქართველოში ინოვაციებს, ტექნოლოგიებსა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას წაახალისებს.' - თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ლიბერთი ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნელოგიების სააგენტო (GITA), Tegeta ჰოლდინგი, დაGrant Thornton. აქსელის შესახებ: www.axelnetwork.org. სს "ლიბერთი ბანკი" არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)