20:35 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 13:17:07, 685 ნახვა

მსოფლიო
​ხარკოვში, რუსი ოკუაპნტების მიერ დაბომბვის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა

ხარკოვში, რუსი ოკუაპნტების მიერ სლობოდას რაიონის დაბომბვის შედეგად , წინასწარი მონაცემებით, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება. 

მათივე ცნობით, დაზიანდა 10-მდე სახლი, ასევე ტროლეიბუსის საწყობი. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

შსს -ს ინფორმაციით , დაშავებულებს სამხედროებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. დაჭრილები ხარკოვის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, 3 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, რუსმა დამპყრობლებმა რაიონული ცენტრის სლობოდსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს ცეცხლი გაუხსნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics