16:07 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 10:32:09, 716 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაში ასახული რეფორმები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს, რომელსაც იზიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაში ასახული რეფორმები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს, რომელსაც იზიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი,  - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
 
მისი თქმით, პროგრამაში ასახული რეფორმების ჩამონათვალი საკმაოდ ამბიციურია და მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.
 
„როდესაც ვსაუბრობთ რეფორმების დღის წესრიგზე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი, რომელიც ასახულია სსფ-ის პროგრამაში, მომზადებულია  საქართველოში და მის შესრულებაზე ვალდებულებას იღებს საქართველოს მთავრობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაზიარებულია ის რეფორმები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ასე იყო წინა ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში და ასეა ახალ პროგრამაშიც. შესაბამისად, არანაირი აზრთა სხვადასხვაობა ამ რეფორმების დღის წესრიგზე არ არსებობს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
 
მან ასევე ისაუბრა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ როგორც საბიუჯეტო დეფიციტის, ისე ვალის მიმართულებით არსებობს ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული ნიშნული, რომლის მისაღწევად ქვეყანა დგამს შესაბამის ნაბიჯებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics