|
2022-03-31 16:34:01, 671 ნახვა
ეკონომიკა
როგორ ვუმკურნალოთ ტერფის ტკივილს?
ტერფის დაზიანებას საკმაოდ ძლიერი ტკივილი ახასიათებს და ადამიანებს ფეხით გადაადგილებაში დისკომფორტს უქმნის. ეს პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ფეხის გადაბრუნებამ, არასწორმა მოძრაობამ, იოგებისა და მყესების დაჭიმულობამ ან სულაც - მოტეხილობამ. გარდა ამისა, სხეულის ამ ნაწილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ბრტყელტერფიანობა, როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს - ამ დროს ვითარდება სტატიკური ბრტყელტერფიანობა. დაავადების ეს ფორმა ყველაზე ხშირია და ტერფის დეფორმირებას იწვევს. ასევე, ტერფის გავრცელებული დაავადებებია: მაღალი თაღი, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, ქუსლის დეზი და აქილევსის მყესის დაზიანება. ტერფის ტკივილის მკურნალობის გზები იმისთვის, რომ ტერფის ტკივილის მკურნალობა ეფექტურად წარიმართოს, აუცილებელია, რომ სათანადო გამოკვლევები ჩატარდეს. ამ მიმართულებით უმაღლესი დონის სერვისითა და აპარატურით ქართულ ბაზარზე კომპანია “ახალი ხედვა” გამოირჩევა. ამ სამედიცინო ჯგუფის კლინიკაში ტერფის დიაგნოსტიკა ტარდება იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპოდომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა. ეს კი, თავისთავად, ბრტყელტერფიანობისა და სხვა ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების მკურნალობის პროცესზე დადებითად აისახება. დიაგნოსტიკის გარდა, კომპანია “ახალი ხედვა” ტერფზე არსებული პრობლემების სამკურნალოდ ორთოპედიულ ფიქსატორებს გვთავაზობს. ეს პროდუქცია თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 12 ფილიალშია წარმოდგენილი. ამ სამედიცინო საშუალებას მომხმარებლები სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. მათ შორის არის ტკივილის შემსუბუქება, ტერფის თაღის კორექცია და სხვადასხვა დაავადებისა თუ გართულებების პრევენცია. კომპანია “ახალი ხედვის” ტერფის ფიქსატორების შეძენა შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველ ნივთს მარტივად გამოიწერთ. შერჩეულ ფიქსატორს კი კურიერი ან ფოსტის თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში მოგაწვდით.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)