|
2022-03-31 14:00:19, 694 ნახვა
პოლიტიკა
ანატოლი ბიბილოვის განცხადების შემდეგ, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან შეერთების შესაძლებლობა გამორიცხა
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განცხადებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცხინვალი აღნიშნულ საკითხს წინ აყენებს. „რეფერენდუმი არაერთხელ ჩატარდა, ეს არის მათი ისტორიული ბედი, ალბათ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, ეროვნული ოცნებაა და ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მხარს ვუჭერთ მოძმე სამხრეთ ოსეთის ასეთ მისწრაფებებს", - განუცხადა სერგეი შამბამ TASS-ს. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს, მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის არც პოლიტიკურ წრეებში და არც საზოგადოებაში მსგავსი განწყობები არ არსებობს. „პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა და არ არსებობს ასეთი განწყობები შეერთების შესახებ. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება - პოლიტიკურ და საზოგადოებრივად. მე არ ვიცი აფხაზეთში ასეთი პოლიტიკური ძალა, პარტიები თუ სოციალური მოძრაობები, რომლებიც განიხილავდნენ დამოუკიდებლობის უარყოფას. ასეთი პოლიტიკური ძალები არ არსებობენ", - განაცხადა სერგეი შამბამ. ცნობისთვის, გუშინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ სამხეთ ოსეთი უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდოდა. აღნიშნული განცხადება მას მანამდეც არაერთხელ გაუკეთებია.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)