06:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 12:46:22, 505 ნახვა

მსოფლიო
გერმანია მზადაა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს

გერმანია მზადაა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა განაცხადა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია მზადაა ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოს. მაგრამ ომი ისევ გრძელდება - და რუსული განცხადებების ნდობა შეუძლებელია, დასძინა ბერბოკმა.

"თუ გარანტიებია საჭირო, მაშინ გერმანია გარანტიებს გასცემს. ჩვენ სრულ სოლიდარობაში ვართ,  უკრაინასთან, ეს ასევე ეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს და სამშვიდობო წესრიგის გაგრძელებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics