|
2022-03-27 21:44:53, 1182 ნახვა
სამართალი
აქციაზე სადაც საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში გამართულ აქციაზე, რომელზეც მოქალაქეები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებდნენ, პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვას მოჰყვა. პოლიციამ საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავა. თვითმხილველების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები "წესრიგის დარღვევის" გამო ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დააკავეს. ამასთან, გაძვირებული საწვავის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გმირთა მოედანი პოლიციამ გახსნა. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. თბილისში საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მივიდნენ, სადაც გზა გადაკეტეს. მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციას ლიდერი არა ჰყავს, ამიტომ სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისინი მოუწოდებენ მსუბუქი ავტომობილების და ავტომობილების მძღოლებს, რომ მანქანები რუსთაველის მოედანზე გააჩერონ. აქციის სხვადასხვა კომპანიის კურიერებიც შეუერთდნენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)