14:58 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 18:16:10, 772 ნახვა

მსოფლიო
NATO აღმოსავლეთით თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდა

ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნატო გააძლიერებს თავდაცვას აღმოსავლეთში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.

„ჩვენ გავააქტიურეთ ნატო-ს თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ ნატო-ს საპასუხო ძალების ელემენტები და 40 000 ჯარისკაცი ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგზე”, - წერია ნატო-ს ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ ვზრდით ჩვენი საზოგადოებების და ჩვენი ინფრასტრუქტურის გამძლეობას რუსეთის მავნე გავლენის დასაპირისპირებლად. მათ შორის კიბერშეტევების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ნატო რუსეთს ომის დაუყოვნებელივ დასრულებისკენ, ბელარუსს კი ამ ომში თანამონაწილეობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics