|
2022-03-24 17:41:52, 489 ნახვა
მსოფლიო
ზურაბ აზარაშვილი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა
ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს. უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. შემდეგ კი, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან და ცენტრის ხელმძღვანელ ზაზა ავალიანთან ერთად, მიმდინარე გამოწვევები განიხილა. ასევე გაეცნო განვითარების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებს. ტუბერკულოზთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად, მინისტრმა გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა. „როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურებს, სახელმწიფო, სრულად აფინანსებს. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში, ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმამდეა დასული - დღეს, ეს დიაგნოზი 1643 პაციენტს აქვს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილ შენობებშია განთავსებული. კლინიკა გათვლილია 250 საწოლზე და ჰყავს 400-მდე სამედიცინო პერსონალი. ცენტრს, ასევე აქვს ჟანგბადის ქარხანა, თანამედროვე რეფერალური და მოძრავი ლაბორატორიები. მინიჭებული აქვს ISO ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი. 24 მარტს, მსოფლიო, ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს, 1982 წლიდან აღნიშნავს. მთავარი მიზანი ამ დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სტიგმის დაძლევაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)