|
2022-03-24 13:14:17, 577 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის მიმართ სოლიდარობა საპროტესტო აქციებით გამოხატონ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ქვეყნებს უკრაინის მიმართ სოლიდარობის ქმედებების განხორციელებისკენ და საპროტესტო აქციების ორგანიზებისკენ მოუწოდებს. „მსოფლიომ უნდა შეაჩეროს რუსეთი, აჩვენეთ თქვენი პოზიცია. გამოდით ოფისებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან. გამოდით მსოფლიოს სახელით. გამოდით უკრაინის სიმბოლოებით, რათა მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მხარი დაუჭიროთ თავისუფლებას, სიცოცხლეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთი აწარმოებს ომს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა თავისუფალი ადამიანის წინააღმდეგ. ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა იმ რუს მოქალაქეებს, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან. „გადაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან. მოყევით სიმართლე ომის შესახებ და თუ შეგიძლიათ დატოვოთ ქვეყანა, რათა თქვენი გადასახადები ომს არ მისცეთ, გააკეთეთ ეს“, - მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსებს.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)