|
2022-03-24 11:10:21, 657 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და მოუწოდა, შეწყვიტონ უკრაინაში ბავშვების ხოცვა
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ შემუშავებული რეზოლუცია უკრაინაში დახმარების ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო დაცვის შესახებ, რომელშიც მოსკოვის როლი ნახსენები არ არის ჩავარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გამცემა Reuters- ი ავრცელებს. მათივე ცნობით, რეზოლუციას მხარი მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირა, ხოლო დანარჩენებმა 13 წევრმა საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, ინდოეთმა, ირლანდიამ, კენიაში, მექსიკამ, ნორვეგიამ, ალბანეთმა, ბრაზილიამა, გაბონმა, განამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავი შეიკავა. "რუსეთი რომ ზრუნავდეს უკრაინაში ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ის შეწყვეტდა ბავშვების დახოცვას და უკრაინის ალყაში მოქცევას. ", - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა კენჭისყრის შემდეგ. რუსული რეზოლუცია გააკრიტიკა აშშ-ს ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა. ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, უშიშროების საბჭო არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის მზაკვრულ თამაშში. "უკრაინის ომში მხოლოდ რუსეთია დამნაშავე", - ამბობს ის. რეზოლუციის ტექსტი შეიცავს მოწოდებებს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზიაა, რომლის შექმნასაც მოსკოვი ცდილობს. ცნობისთვის, უშიშროების საბჭოს რეზოლუციას მიღებისთვის მინიმუმ 9 ხმა სჭირდება.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)