14:05 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 10:17:10, 679 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში დღეს ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტები გაიმართება

ბრიუსელში დღეს NATO-ს, მოგვიანებით კი ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სამიტები უნდა დაიწყოს.

სამიტებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება, რომელიც ბრიუსელში გუშინ ჩაფრინდა.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით,  ალიანსის საგანგებო სამიტზე ლიდერები შეთანხმდებიან ნატოს-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერების შესახებ.

"ველი, რომ ჩვენ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ მორგებული მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთის ზეწოლის გამო. გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ხვალ მივიღებთ, შორსმიმავალი შედეგები ექნება. ჩვენი უსაფრთხოების ძირითადი გაძლიერება მოითხოვს დიდ ინვესტიციებს თავდაცვაში. ამიტომ, მე ველი, რომ მოკავშირეები დათანხმდებიან გააორმაგონ ძალისხმევა მეტი ინვესტიციისთვის.
,"- განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ამასთან, პოლონეთი გეგმავს, სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა დანიამაც.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics