|
2022-03-23 17:47:18, 877 ნახვა
სამართალი
საქართველოს გენერალური პროკურორი ევროკავშირისა და UNOPS-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილეს, კატალინ გერმანს და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ხელმძღვანელს საქართველოში, მიკელ ბროჰოლტს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ესწრებოდა. მხარეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში" ფარგლებში საქართველოს პროკურატურისთვის გაწეული მხარდაჭერა განიხილეს. გენერალურმა პროკურორმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის წარმატებით განხორციელებისა და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე, საქართველოს პროკურატურაში პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" მესამე მმართველი კომიტეტის სხდომაც გაიმართა. ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა და UNOPS-ის წარმომადგენელმა საქართველოში მიკელ ბროჰოლტმა გახსნეს. მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული აქტივობების პროგრესი შეაფასეს და სამომავლო ღონისძიებები განიხილეს. „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)" მიერ დაფინანსებული პროექტი „ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა" საქართველოში 2020 წლიდან დაიწყო. მათი მხარდაჭერით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საოლქო პროკურატურებში თანამედროვე სტანდარტების მქონე ვიდეო-საკონფერენციო სისტემა დამონტაჟდა. ვიდეო-საკონფერენციო სისტემა საშუალებას იძლევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხის სტანდარტით, დისტანციურ რეჟიმში განხორციელდეს სასამართლო პროცესები, სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმეთა დისტანციური გამოკითხვა/დაკითხვა, საერთაშორისო თუ ადგილობრივ პარტნიორებთან დისტანციური შეხვედრების/მოლაპარაკებების გამართვა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პარტნიორ ქვეყნებთან კავშირის დამყარება, ცალკეული დანაშაულების დროს რამდენიმე ქვეყნის მიერ ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვისას მათთან კომუნიკაცია და სასწავლო აქტივობების დისტანციურ ფორმატში ჩატარება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)