|
2022-03-23 13:14:09, 1241 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ოთარ შამუგიამ მაჩიე ჩურას მადლობა გადაუხადა ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროცესში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გაწეული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ფერმერების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება გადამწყვეტი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მინისტრმა ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით პარტნიორი ორგანიზაციების ტექნიკური მხარდაჭერა, ცოდნის გაზიარება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საუბარი შეეხო საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის პოპულარიზაციის მნიშვნელობასაც. „სამინისტროს გააჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც თანხვედრაშია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან. აღებული ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულება კი, ჩვენი პრიორიტეტია. საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მივუახლოვდეთ დასახულ მიზანს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს, მათ შორის, ტყის კოდექსსა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონზე, რომელთა აღსრულების პროცესში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. შეხვედრის ბოლოს, მაჩიე ჩურამ აღნიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კუთხით მსოფლიოში მიმდინარე პროექტების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციაა და მზაობა გამოთქვა, აღნიშნული მიმართულებების პროექტების განსახორციელებლად ქართულ მხარესთან ითანამშრომლოს როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური კუთხით.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)