12:41 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 21:54:52, 1284 ნახვა

რეგიონი
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

„გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე  მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე  მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics