04:38 - 14 Aug, 2026
|
2022-03-18 11:34:37, 1066 ნახვა
რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობი-უტორას დამშრობ მასივს აწესრიგებს. უწყების ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიფულის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 6,5 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება. "სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება; შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება. დამშრობ მასივზე სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)