|
2022-03-14 10:12:41, 1137 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას.როგორც ამ თემაზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა ელექტროენერგიის 10-14%-ს იმპორტის სახით იღებს. „ჩვენ, სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების და ზოგადად ელექტროენერგიის გენერაციის უდიდესი პოტენციალი, ჯერ კიდევ გვიწევს მისი იმპორტი. მზარდი ეკონომიკური განვითარების პირობებში, ეს იმპორტი, სამწუხაროდ, ასევე მზარდია. თუმცა, ამ მომენტისთვის ეს არ არის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი, დაახლოებით 10-14 % -ია, რასაც საქართველო, ზოგადად, იმპორტის სახით იძენს. ელექტროენერგიის იმპორტის ორი ძირითადი წყაროა - რუსეთი და აზერბაიჯანი, ჩვენ დაახლოებით 1.2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას ვიღებთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან - დახლოებით 600 მეგავატ/სთ-ს, ასევე არის გარკვეული იმპორტი სომხეთიდან", - აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, ლევან დავითაშვილის განმარტებით, იმპორტის მაჩვენებელი ძირითადად უფრო მზარდი ზამთრის თვეებშია, ადგილობრივი ჭარბი ელექტროენერგიის გენერაცია კი გაზაფხული-ზაფხულის თვეებში ხდება. შესაბამისად, შემდგომ თვეებში საქართველოში უკვე ადგილობრივი გენერაციის მატებას უნდა ველოდოთ. „გაზაფხულზე, საქართველოში, როგორც წესი, ჰიდროენერგიის წარმოება იზრდება და პიკური თვეები გვექნება მაის-ივნისში. ასე რომ, მომავალ თვეებში იმპორტზე ნაკლები დამოკიდებულება გვექნება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)