|
2022-03-11 17:16:12, 869 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ სოფელ ნორიოში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სოფელ ნორიოში მომხდარი განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დ.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნორიოში, დ.ყ.-მ, მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან ზ.ქ.-ს, ი.შ.-ს და ვ.ქ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებით ი.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ.ქ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, მისი გადარჩენა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა. ,,სამართალდამცველებმა დ.ყ. 10 მარტს დაბა სურამში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)