|
2022-03-10 11:45:53, 622 ნახვა
ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილი - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მუშაობა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი სავაჭრო ჰიპერმარკეტების ქსელის „ლულუ” აღმასრულებელ დირექტორ მუჰამედ ალ ტაფს შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის პოპულარიზაციის და ღირსეული ადგილის დამკვიდრების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივნისში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 50-მდე დასახელების ქართული პროდუქტი კატარში არსებულ „ლულუს” ქსელის 14 სავაჭრო ობიექტში განთავსდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს lulu international-ის მიერ საქართველოში რეგიონული სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი. როგორც ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მუშაობა. ყურის ქვეყნებში, კერძოდ კატარის სახელმწიფოში, ბოლო ორი წელია გაზრდილია ინტერესი სხვადასხვა დასახელების ქართული პროდუქტის მიმართ. სავაჭრო ჰიპერმარკეტების ქსელის „ლულუ“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გაწეული ძალისხმევა მნიშვნელოვანია, რაც ხელს უწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის განთავსებას ყურის ქვეყნებში არსებულ სავაჭრო ქსელებში. მისივე თქმით, მისასალმებელია საქართველოდან მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდა. აღმასრულებელმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის პოპულარიზაციის საკითხებში. შეხვედრას, ნინო თანდილაშვილთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)