22:26 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 21:53:29, 878 ნახვა

მსოფლიო
მარიუპოლში, სამშობიაროს დაბომბვის შედეგად ექიმები და ორსული პაციენტები დაშავდნენ

მარიუპოლის სამშობიაროზე ავიაიერიშის შედეგად, რომელიც დღეს, რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს, 17 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაცია დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ UAraz-ის ეთერში გაავრცელა.

„ამ დროისთვის მარიუპოლის მე-2 სამშობიაროზე ავიაიერიშის შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 17 ადამიანს შეადგენს. დაშავებულებს შორის სამედიცინო პერსონალი და ორსული ქალები არიან. დაღუპულები არ არიან“, - განაცხადა პაველ კირილენკომ.

მისივე თქმით, ოთხშაბათს, 9 მარტის დილის მდგომარეობით, მარიუპოლში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1207 ადამიანს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics